"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება "ალდემ " გაავრცელა და დაწერა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.

რამდენიმე წუთის წინ დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც. ის აცხადებს, რომ ბრიუსელში მიემგზავრებოდა და თურქეთში უწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე კი დააკავეს.

"როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე", - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.