ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანია "Flydubai"-ს თვითმფრინავის გატაცების მცდელობის მთავარი მიზანი თელ-ავივის ერთ-ერთ ცათამბჯენზე შეჯახება იყო.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელი 11 სექტემბრის ტერაქტის ანალოგიური სცენარით მოქმედებდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "The Telegraph" ავრცელებს.

ცნობისთვის, ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე, მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება გუშინ სცადა.ლაინერმა საუდის არაბეთში, საგანგებო დაშვება განახორციელა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინციდენტის შესახებ ნეთანიაჰუს ესაუბრა და, მისი ინფორმაციით, მეორე პილოტმა შესაძლოა კაპიტანი დანით დაჭრა. ტრამპის თქმით, კაპიტანმა, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, კარი გააღო და თვითმფრინავის კონტროლის შენარჩუნება შეძლო.

"ეს წარმოუდგენელი ამბავია. ამ შემთხვევის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუს ვესაუბრე. როგორც ჩანს, მეორე პილოტი, შესაძლოა, ტერორისტი ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. მან კაპიტანი დანით დაჭრა. პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა საოცარი გამბედაობა გამოიჩინა და კარი გააღო. მოგეხსენებათ, ეს კარები ფოლადისაა და მათი გარედან გაღება შეუძლებელია. ეს არის ამბავი, რომელიც მე მოვისმინე. არ ვიცი, თუ რამდენად ზუსტია, მაგრამ სწორედ ასე მომიყვა ბიბიმ", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.