პროტესტი საბერძნეთში - მაღალი საცხოვრებელი და საგანმანათლებლო ხარჯების გასაპროტესტებლად ათენში სტუდენტები გამოვიდნენ.

ისინი პარლამენტთან კარვებით დაბანაკდნენ. მათი თქმით, ქირისა და სწავლის ძვირი ღირებულების გამო, მრავალ სტუდენტს სწავლის მიტოვება უწევს. ახალგაზრდები ქირის ზღვრულ ლიმიტს, მეტ უფასო საერთო საცხოვრებელსა და განათლების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.