საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მიმდინარეობს პოლიციასთან შეტაკებები. პარიზში, ლიონში და ნანტში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, დაშავებულია 200-ზე მეტი მოსწავლე, განათლების სფეროს 150-მდე თანამშრომელი და 800-ზე მეტი სამართალდამცველი. დაკავებულია 7 000-მდე პირი - მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.
პროტესტის მონაწილეები განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდას, ამორტიზებული სასწავლო შენობების განახლებას, პედაგოგების დეფიციტის მოგვარებას და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პლატფორმის გაუქმებას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების პროტესტი უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება.
