რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი და კიევის ოლქი დაიბომბა, მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო და სამძებრო ოპერაციები, არიან დაშავებულები. სამიზნეა საცხოვრებელი სახლები, ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მედია წერს, რომ უკრაინული სამხედრო დრონების მართვას კვლავ აფერხებს "სტარლინკისა" და სამხედრო საკომუნიკაციო სისტემის, "სტარშილდის", გამოყენებასთან დაკავშირებული სიჩქარის შეზღუდვები.

ამ ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "სპეის იქსის"დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკრაინას "სტარლინკზე" წვდომა აღუდგინა.

"ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ვითარებაა. კომენტარს არ გავაკეთებ. თუმცა, ილონთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. დავურეკე თუ სხვამ დაურეკა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ მან წვდომა აღუდგათ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით კი, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ინტერნეტის სიჩქარე ჯერ არ აღდგენილა.

"სიჩქარე არ აღდგენილა. ამ საკითხზე ვმუშაობთ. ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, პასუხს. მან პირობა დადო, რომ დაახლოებით 48 საათში ინფორმაციას მომაწვდის. ჩვენ ნამდვილად ველით შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ეს ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია რუსეთის ფედერაციის ლიდერს ომის დასრულება აიძულოს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.