ევროპის პროკურატურამ სტრასბურგსა და ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობებში ჩხრეკა ჩაატარა.
სამართალდამცველები ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა ადმინისტრაციულ ოფისებში შევიდნენ.
საგამოძიებო მოქმედებები 2019-24 წლებში ევროკავშირის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 4 მილიონ 300 ათას ევროზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას უკავშირდება.
ფინანსური დარღვევები ევროპარლამენტის შიდა აუდიტმა ანგარიშების დახურვისას აღმოაჩინა. ჩხრეკა მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს შეეხო.
