რომის პაპ ლეო XIV-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ფილტვის კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პაპის დამატებითი მკურნალობის საჭიროება აღარ არსებობს. ინფორმაციას ABC Nnews-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ სიმსივნე ფილტვის ადენოკარცინომა იყო და დაავადება ლოკალიზებული გახლდათ", - ნათქვამია ექიმ ლუიჯი კარბონესა და პროფესორ სტეფანო მარგარიტორას განცხადებაში.

"შემდგომმა ონკოლოგიურმა შეფასებამ დაადასტურა, რომ დამატებითი მკურნალობა საჭირო აღარ არის", - დასძინეს ექიმებმა.

ვატიკანის ინფორმაციით, ლეო XIV-ს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და 13 ოქტომბერს ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს. ამის შესახებ ვატიკანმა გასულ კვირას განაცხადა.