საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ:

ალექსანდრიის საპატრიარქო: მარეოტის ეპისკოპოსი დამასკინოსი (საპატრიარქო ვიკარიუსი).

ანტიოქიის საპატრიარქო: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი.

კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო: კიტიონის მიტროპოლიტი ნექტარიოსი და ბატონი მაიკლ სპირუ.

ელადის სამთავარეპისკოპოსო: დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი და ბატონი ალექსანდრე პაპაიოანუ.

პოლონეთის სამიტროპოლიტო: სუპრასლის ეპისკოპოსი ანჟეი (ბორკოვსკი) და დეკანოზები: ჰენრიკ პაპროცკი და იაროსლავ იუზვიკი.

უკრაინის სამიტროპოლიტო: ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი; ტერნოპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, პოჩაევის სასულიერო სემინარიის რექტორი, შუმსკის მთავარეპისკოპოსი იობი; დეკანოზი ვასილ ვოზნიუკი და დიაკონი მაქსიმ სავჩუკი.

სტუმრებმა მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს, ქვეყნისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურეს  და ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მართლმადიდებელ სამყაროში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.