"ეს არის დაჯგუფება, რომლებმაც ბოლომდე უნდა უერთგულონ "ლუზერ" ბელადს", - ამის შესახებ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ანა წითლიძისა და ნიკა გვარამიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, ამ ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ ენდობიან.

"ფერი ფერს და მადლი ღმერთსო - ამათზეა ნათქვამი, შეესაბამებიან ერთმანეთს. როგორც გვარამიასგან კოსტავა არ დადგება, ისე წითლიძისგან არ გამოვა პოლიტიკოსი, ბელადის გარეშე.

ეს არის დაჯგუფება, რომლებმაც ბოლომდე უნდა უერთგულონ "ლუზერ" ბელადს. აქეთ არის გვარამიების ფლანგი, რომელიც ცდილობს პატრონის თვალში დაწინაურდეს და მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია მოისხას.

გვარამიას რა ეთქმის დანარჩენისთვის, ყველაფრის შემოქმედი იყო, რაც კი ბოროტება ჰქონდა "ნაცმოძრაობას". რა უნდა გააკეთონ, საკუთარი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას და მხარს არ უჭერენ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.