ევროკავშირის ელჩებმა დღეს კვლავ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მორიგი შეხვედრა ორშაბათს - 14 სექტემბერს გაიმართება.

"ევროკავშირის ელჩებმა დღეს კვლავ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმება.

მორიგი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება - სანქციების ვადის ამოწურვამდე, (15 სექტემბრამდე), ერთი დღით ადრე.

სლოვაკეთი კვლავ ითხოვს, რომ უზმანოვი და ფრიდმანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ, თუმცა საკითხი ახლა კიდევ უფრო გართულდა, რადგან საფრანგეთიც ითხოვს უზმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას", - წერს იოზვიაკი.