თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეების ქორწინება, რომელიც გაფორმებულია სხვა წევრ სახელმწიფოში.

სასამართლომ განიხილა პოლონეთის შემთხვევა, რომელმაც არ აღიარა ორი მოქალაქის გერმანიაში რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლომ დაადგინა, რომ უარი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და თავისუფლებას არღვევს.

"ის ქვეყნები, რომლებიც არის საქართველოს მსგავსი, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის არის მიუღებელი, ვერავინ დაავალდებულებს მათ ამის გაკეთებას. ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ ძალიან ბევრი წელია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება არ შეიძლება, მათ შორის საქართველოში და არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება ისეთი, რომელიც ამას ვინმეს აიძულებს, ან უნგრეთში, ან საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.