მსოფლიოს უძლიერეს ქალად დასახელებულ სპორტსმენს ტიტული ჩამოერთვა, რადგან მან ორგანიზატორებს არ გაუმხილა, რომ ტრანსგენდერი იყო. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა ჯეიმი ბუკერმა გასულ შაბათ-კვირას ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონში გამართულ 2025 წლის "ძლიერთა თამაშების მსოფლიო ჩემპიონატზე", ბრიტანელი ანდრეა ტომპსონი დაამარცხა, თუმცა მისი წარსულის შესახებ არავინ იცოდა.
მალე, ბუკერისა და მისი გამარჯვების გარშემო კამათი ატყდა, რის გამოც Strongman Games-ის ოფიციალურმა ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს და ბუკერი დისკვალიფიკაცია ოფიციალურად გააფორმეს, რადგან, მათი თქმით, მან თავი აარიდა მათ შემოწმებებს.
"გვსურს, მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია 2025 წლის ოფიციალური Strongman Games-ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელიც გასულ შაბათ-კვირას არლინგტონში, ტეხასის შტატში გაიმართა.
როგორც ჩანს, ქალთა ღია პირველობის კატეგორიაში ბიოლოგიურად მამრობითი სქესის სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელიც ამჟამად ქალად იდენტიფიცირდება. Strongman Games-ის ოფიციალურმა ორგანიზატორებმა შეჯიბრებამდე ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ და ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სასწრაფო გამოძიება დავიწყეთ.
"მონაწილესთან დაკავშირებას ვეცადეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციამ დასძინა, რომ ბუკერის გენდერული იდენტობის შესახებ რომ სცოდნოდათ, "ამ სპორტსმენს ღია ქალთა კატეგორიის შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება არ ექნებოდა".
