თბილისში Eagle Hills-ის საქართველოს ოფისი გაიხსნა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EMAAR-ჯგუფის დამფუძნებელთან ერთად გახსნა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის, EMAAR-ის შვილობილი კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში 6 600 000 000 ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.