აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ევროპელებს თვალთმაქცობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსებზე ისინი უზარმაზარი თანხების ხარჯვას აგრძელებენ და ამავდროულად მხარს უკრაინას უჭერენ.

კუშნერის თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში, ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საწვავი შეიძინეს.

"ვგულისხმობ, რომ ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთიდან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი (ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი) შეიძინა", - განაცხადა კუშნერმა.

კუშნერის განმარტებით, კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გადასცა დახმარების სახით.

"ასე რომ, ვფიქრობ, ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით გამოუყო - თუ ის მონაცემები, რომლებსაც მე ვხედავ, სწორია", - აღნიშნა კუშნერმა.