ტრამპის კრიტიკა უკრაინას და საყვედური ევროპას: "უკრაინის "ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას განაგრძობს", - წერს ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

რუსეთთან ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ომის პარალელურად - თბილისში თემაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ დამარცხდება უკრაინა, აუცილებლად დამარცხდება მთელი ევროპული ცივილიზაცია და დამარცხდება, მათ შორის, საქართველოც.

"უკრაინა დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს. თუ დამარცხდება უკრაინა, აუცილებლად დამარცხდება მთელი ევროპული ცივილიზაცია და დამარცხდება, მათ შორის, საქართველოც. ამიტომაც, რაც არ უნდა ჩამეკითხოთ ახლა ტრამპის განცხადებებზე, დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ უკრაინა გადალახავს ამ რთულ პერიოდს და აუცილებლად დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას ევროპელების და ამერიკელების სრული მხარდაჭერა ექნება ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ როდესაც მათი ოპონენტები ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებდნენ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში, ახლა ისინი არაფერს ამბობენ ევროკავშირზე და ომის პარალელურად, რუსეთისთვის მილიარდობით გადარიცხულ თანხებზე.