ტაილანდში, 65 წლის ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, კრემაციამდე რამდენიმე წუთით ადრე გონს მოვიდა და კუბოზე შიგნიდან დააკაკუნა. 

მედიის ინფორმაციით, ქალი 23 ნოემბერს გარდაცვლილად ცნეს და კუბოში მოათავსეს, რის შემდეგაც "მიცვალებული" 360 კმ-ი ატარეს, ბანგკოკის გარეუბანში მდებარე ტაძრისკენ, სადაც ღარიბებს უფასო კრემაციას და დაკრძალვის მომსახურებას სთავაზობენ.

როგორც ბრიტანული მედია წერს, როდესაც ავტომობილი ტაძართან მივიდა, კუბოდან კაკუნის და მოძრაობის ხმები გაისვა, რამაც 65 წლის ნათესავების გამოგნება გამოიწვია.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კუბოს გახსნის შემდეგ, გონს მოსული მოხუცი სუსტად მოძრაობს.

ქალის უფროსმა ძმამ განაცხადა, რომ ის 2 წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული და ადგილობრივი დროით დილის 2 საათზე "გარდაცვლილი" იპოვეს.

მოგვიანებით, ქალის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ვატ რატ პრაკჰონგ თამმას ტაძარმა ქალის მკურნალობის ხარჯების დაფარვა საკუთარ თავზე აიღო.