ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.
აფეთქების ადგილას 6 პირის ძებნა გრძელდება.
სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ევაკუირებულია მოსახლეობა. თბილისის მერის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. აფეთქებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
