საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "დიუშენის სინდრომის" სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება.

"ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ კომპანიასთან - საქართველოს მიერ ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს სასიხარულო, მორიგი ინფორმაცია. "ჯივინოსტატის" საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მედიკამენტი იქნება თბილისში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.