საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი.

"ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.

საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.