ევროკავშირის გაფართოებისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში მყოფი ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COELA) შეხვედრაზე, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნის პროცესს მხარი არ დაუჭირა, რითაც აღნიშნული ორი მოლაპარაკების კლასტერის გახსნისკენ მიმართული შემდგომი პროცესი დაბლოკა.
"არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა უკრაინულ მედიასთან, უნგრეთის პოზიციის კომენტირებისას.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნის საკითხი მოლდოვისთვისაც არ დამტკიცებულა.
უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში გასახსნელი მხოლოდ ორი კლასტერი დარჩა. ესენია: მე-4 კლასტერი - "მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა"; მე-5 კლასტერი - "რესურსები, სოფლის მეურნეობა და თანმიმდევრობის პოლიტიკა".
