საფრანგეთში, მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების გაფიცვა ძალადობასა და თავდასხმებში გადაიზარდა. პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ შელში, ლიცეუმის პიკეტირებისას მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მერის მოადგილეს, რომელიც ადგილზე ვითარების განმუხტვას ცდილობდა, ბენზინით სავსე ბოთლი ესროლეს. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.
ამავე ქალაქის კიდევ ერთ ლიცეუმში, გაკვეთილების მიმდინარეობისას, შენობაში პიროტექნიკა ააფეთქეს, რის გამოც სკოლის ევაკუაცია გახდა საჭირო. პოლიციამ სამი მოსწავლე დააკავა.
ინციდენტებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის, დამნაშავეები კი მკაცრად უნდა დაისაჯონ.
