ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები. შემთხვევის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის.

რეგიონში ამოქმედდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ზომები.