შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთთან გამართული დისკუსიების შედეგად, რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რომელთა განხილვაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, გარღვევა უშუალოდ მოლაპარაკებებში გამოიწვიოს, სხვები კი ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს და მხარეებს შორის დარჩენილი უთანხმოების შემცირებას შეუწყოს ხელი.

ჯარედ კუშნერი ამბობს იმასაც, რომ სამმხრივი შეხვედრებისა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონი მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობს მოსკოვთან, კიევთან და ევროპელ პარტნიორებთან.