აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაიამიში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" (G20) სამიტზე მიწვევა მიიღოს.

ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერს 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე მიიწვევს და ამ საკითხში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არ გამორიცხა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში დაგეგმილ სამიტზე მიიწვევდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ჩათვლის, რომ უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლის შეხვედრაში მონაწილეობას გარკვეული დადებითი ეფექტი ექნება.


სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვია.

"პრობლემების გადასაჭრელად, საჭიროა შეხვდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც უთანხმოება ან დაძაბულობა გაქვთ", - თქვა მაშინ რუბიომ.