პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.

კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის, უწყებაში აცხადებენ:

"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს".