კათოლიკოს პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა.

საკვირაო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და რწმენის, სულიერი სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთი და იგივე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად - არამც და არამც.

როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარეობა და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ.

ვეცადოთ, ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება. ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.