"დასავლელმა ლიბერალებმა მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში "მესამე სამყარო" შემოიყვანეს", - წერს ამერიკის ვიცე-პრეზიდნტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს როგორ იწვის საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა.

ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.

ჯეი დი ვენსი დასავლელ ლიბერალებს აკრიტიკებს და წერს, რომ მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები..

"მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას", - წერს ვენსი.