ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ პრევოს განცხადებით, პალესტინის ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტისას, ევროპელი დიპლომატების ჯგუფს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
მინისტრმა თავდასხმაში პასუხისმგებლობა ისრაელის, როგორც თავად უწოდა, "უკანონო დასახლებების პოლიტიკას" დააკისრა და პირობა დადო, რომ ევროკავშირისგან ახალ სანქციებს მოითხოვდა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
პრევოს თქმით, იერუსალიმიდან 5 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ტაიბეში თავს დაესხნენ ბელგიის გენერალურ კონსულს, ფრანგ და პოლონელ დიპლომატებს და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს.
"ფრანგ მერს თავს დაესხნენ, ბელგიის დელეგაციის მანქანა კი დაზიანდა. ჩვენი ჯგუფი კარგადაა", - თქვა პრევომ.
პრევომ დასძინა, რომ ისრაელის ხელისუფლება, როგორც "ოკუპანტი ძალა", ვალდებულია, პალესტინელები დაიცვას.
"ძალადობაში მონაწილე ისრაელელი დასახლებულების დაუსჯელობას ბოლო უნდა მოეღოს", - განაცხადა მან.
