აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან" მიგრაციას სამუდამოდ შეაჩერებს და პირობას დებს, რომ ქვეყნიდან გააძევებს ყველა იმიგრანტს, რომელსაც ამერიკისთვის სარგებელი არ მოაქვს.
მედია წერს, რომ საუბარია 12 ქვეყანაზე, მათ შორისაა ავღანეთიც.
პარალელურად, შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის დირექტორი, ტრამპის დავალებით, "შეშფოთების გამომწვევი" ქვეყნებიდან ამერიკაში ჩასული იმიგრანტებისთვის გაცემული ყველა მწვანე ბარათის გაცემის გადამოწმებას იწყებს.
