ორშაბათს, ზელენსკი პარიზში მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ლიდერი ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისა და ამერიკული სამშვიდობო გეგმის შემდეგ "სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს“ განიხილავს.

მაკრონის ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრაზე ასევე განიხილება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები "მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში. ზელენსკი ბოლოს პარიზში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს იმყოფებოდა.