ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 35 დაიღუპა - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ჰოსეინ ქერმანფურის თქმით, დაღუპულებს შორის ორი ქალი და ერთი მოზარდია.
როგორც CNN-ი წერს, ამ რიცხვის დამოუკიდებლად დადასტურება არ შეუძლია.
