პორტუგალიელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ეს სეზონი, სავარაუდოდ, მისთვის, როგორც ფეხბურთელისთვის ბოლო იქნება, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, 41 წლის ფეხბურთელი სამშაბათს თავის პარტნიორზე, ჯორჯინა როდრიგესზე დაქორწინდა და ოჯახზე ორიენტირებულ მომავალზე ფიქრობს.
რონალდო ხუთგზის "ოქროს ბურთის" და ხუთგზის "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებულია.
მოგებული აქვს ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და საუდის არაბეთის ჩემპიონატები და მამაკაცთა საერთაშორისო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
