სიცილიაში, მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრის, ანტონელო და მესინას ოთხი ნამუშევარი მოიპარეს.

იტალიის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპონატებს განსაკუთრებული ღირებულება აქვთ.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეებმა მუზეუმის დაცვის და სიგნალიზაციის სისტემების გვერდის ავლა შეძლეს და პოლიციისა და დაცვის თანამშრომლების მისვლამდე შენობა დატოვეს.

სამართალდამცველები დაკარგულ ნამუშევრებს ამ დრომდე ეძებენ.