სამხრეთ საფრანგეთში, სოფელ ლე პორჟში, ტყის ხანძრების შედეგად, 400 ცალი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსმა მედიას განუცხადა, რომ ხანძრის დროს მომხდარი აფეთქებები, რასაც თავდაპირველად გაზის ბალონების აფეთქებად მიიჩნევდნენ, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყო გამოწვეული, რომლებიც მაღალი ტემპერატურის შედეგად ამოქმედდა.
როგორც BBC წერს, მერმა მარსიალე ძანინეტიმ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს ინფოს“ განუცხადა, რომ ხანძრის მეორე ღამეს 100-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა და ისინი „ომის ხმებს“ შეადარა.
განაღმვითი სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, თუმცა მერმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ტერიტორია საზოგადოებისთვის კვლავ დაკეტილია.
ამ ტერიტორიაზე ხანძარმა 180-ზე მეტი სახლი გაანადგურა.
