შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ქუთაისის აეროპორტი" დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.
"მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 205 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 49 900 ლარი შეადგინა.
ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
