დანია აცხადებს, რომ 2027 წლის ბოლოსთვის მზად იქნება, ლეგალური ბინადრობის უფლების არმქონე მიგრანტები ევროკავშირის გარეთ მდებარე "დაბრუნების ცენტრში" გაგზავნოს. ამასთან, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ასეთი ობიექტების მშენებლობის გეგმების დასრულებისთვის ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოპენჰაგენში, იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი მორტენ ბოდსკოვი შეხვდება თავის კოლეგებს გერმანიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან, რომლებიც ცნობილები არიან როგორც "ხუთეულის ჯგუფი", რათა შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, დადონ ბლოკის პირველი პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, რომელიც მიგრანტების დაბრუნების ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად.
იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი მორტენ ბოდსკოვი პარასკევს კოპენჰაგენში შეხვდება გერმანელ, ავსტრიელ, ნიდერლანდელ და ბერძენ კოლეგებს, რომლებიც „ხუთეულის ჯგუფის“ სახელით არიან ცნობილი. შეხვედრის მიზანია კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, "დაბრუნების ცენტრის" შექმნის შესახებ ევროკავშირის პირველი პარტნიორული შეთანხმების მისაღწევად.
"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ლტოლვილების დაბრუნების ცენტრის შესაქმნელად და ახლა ჩვენს მიზანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. ეს ნიშნავს, რომ დანიის მხრიდან ველოდებით, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით, პირველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები პარტნიორ ქვეყანაში გავგზავნოთ“, - განაცხადა ბოდსკოვმა.
მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყანასთან ან ქვეყნებთან შეიძლება ითანამშრომლოს ამ ხუთმა სახელმწიფომ.
