რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დარტყმა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. შედეგად, შენობის რამდენიმე სართული ჩამოიშალა. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულებს შორის არის ბავშვი.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. აფეთქებებია სოჭში. იწვის ნავთობტერმინალი. სამიზნე გახდა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.

ხანძარია ბაშკირეთში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაში და თავდაცვის საწარმოში.