ესპანეთის ექსკლავ სეუტაში, საიმიგრაციო კრიზისის ფონზე, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ხელისუფლებას კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ და ქვეყანაში შეჭრილი უცხოელების გაძევებას ითხოვენ.

მედიის ინფორმაციით, სეუტაში ამ დრომდე 10 ათასამდე მიგრანტი რჩება. მათი ნაწილი ღამეს ქუჩებში და სანაპიროზე ათევს.

მედია წერს, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალებისა და არასრულწლოვანებისთვის მოწყობილ თავშესაფრებში, სადაც საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტია.