ნეპალში, დამანგრეველი სტიქიიდან მეცხრე დღეს, ჰიდროელექტროსადგურის ჩამოშლილი გვირაბიდან ორი მუშა გამოიყვანეს.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მასშტაბურ წყალდიდობასა და მეწყერს, ნეპალსა და ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, 1 280 ადამიანი ემსხვერპლა, 5 624 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მათ შორის, 844 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
