ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობას ცდილობდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკითხზე ისრაელის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში ისაუბრა.
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი შვილი გახდა სამიზნე. ამ დრომდე უცნობია სავარაუდო თავდასხმის დეტალებიც.
არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკუთარი შვილების დაცვას ითხოვს.
