უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის ძალებმა ღამით უკრაინის რეგიონების მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს.
დარტყმებს ზაპოროჟიეში და ხარკოვში სამი ადამიანი ემსხვერპლა, ჩერნიჰოვის ოლქში, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი ბავშვი.
დაზიანდა უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მდებარე პუნქტი. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. აფეთქებებია კრასნოდარში და პერმში. ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ტერიტორიაზე.
