ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რადგან სეუტას ხელისუფლება თითქმის ოთხი კვირაა, მაროკოდან მიგრანტების მასობრივად ჩასვლით გამოწვეული შედეგების გამკლავებას ცდილობს. ინფორმაციის euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საბჭო მადრიდში, მონკლოას სასახლეში შეიკრიბება, რათა ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მთავრობის პირველი სხდომის გამართვამდე, სეუტაში შექმნილი ვითარება შეაფასოს და მთავრობის საპასუხო მოქმედებები შეათანხმოს.

ესპანური ანკლავი სეუტა, რომელიც მაროკოს საზღვართან მდებარეობს, ინტენსიური ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც 30 და 31 ივლისს ათიათასობით ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 72 000 მიგრანტი ჩავიდა, რომელთაგან დაახლოებით 70 000 მოგვიანებით მაროკოში დაბრუნდა. თუმცა, სეუტაში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ პერეს ტრიანომ, განაცხადა, რომ ტარახალის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყანაში 80 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა.