აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „სრული ჩამოშლის პროცესშია“. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის განცხადება იმ ფონზე კეთდება, როდესაც აშშ-ის მიერ ახალი ეკონომიკური ზომების გამოცხადებას ელოდებიან, რაც, სავარაუდოდ, ირანის ეკონომიკაზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ირანი სრულად ჩამოშლის პროცესშია!!!“ — დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერების გეგმა უნდა წარადგინოს.

ბესენტმა მედიასთან განაცხადა, რომ „ირანს ეკონომიკური კრიზისი უახლოვდება“ და თეირანთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველ ქვეყნებს დაემუქრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რის გამოცხადებას აპირებს.