აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი მსოფლიოს მასშტაბით სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს არის ხანგრძლივი და მიზანმიმართული კამპანიაა, რომლის ამოცანა ირანისთვის ყველა შესაძლო რესურსისა და გამოსავლის ჩაკეტვაა.
"ამ წუთებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი მსოფლიოს მასშტაბით სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან.
ეს არის ხანგრძლივი და მიზანმიმართული კამპანია, რომლის ამოცანაა ირანისთვის ყველა შესაძლო რესურსისა და გამოსავლის ჩაკეტვა. შეერთებული შტატების პოზიციასთან დაკავშირებით არავითარი გაურკვევლობა არ უნდა არსებობდეს: ვინც ამ მკვლელ რეჟიმთან რაიმე სახის ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს, ამერიკული ძალის სრულ მასშტაბს გამოცდის.
ათწლეულების განმავლობაში ეს რეჟიმი იმ გათვლით მოქმედებდა, რომ ირანის საპასუხო დარტყმა გარდაუვალი იქნებოდა, ხოლო შეერთებული შტატების მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულება - მოლაპარაკების საგანი. პრეზიდენტ ტრამპის პირობებში ეს ეპოქა დასრულებულია.
მივმართავ რიგით ჯარისკაცებს, რომლებიც ამ რეჟიმს ემსახურებიან: როდესაც თქვენი ხელფასების გაცემა სულ უფრო ხშირად წყდება ან, როგორც გეუბნებიან, რომ უბრალოდ იგვიანებს, ჰკითხეთ საკუთარ თავს - თქვენი მეთაურები ქვეყანას გამარჯვებისკენ მიუძღვებიან თუ დაღუპვისკენ. გაიხსენეთ ისიც, რომ ბერლინის კედელი მაშინ დაეცა, როდესაც რიგითმა ჯარისკაცებმა საკუთარი ხალხის მიმართულებით სროლაზე უარი თქვეს.
ხოლო მათ, ვინც თეირანს ეხმარება, ვაფრთხილებ: ნუ შეეცდებით ვაშინგტონის გადაწყვეტილების სიმტკიცის გამოცდას - ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. არცერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენი ეკონომიკური სისტემისგან სარგებელს მიიღებს და ამავე დროს დაეხმარება მათ, ვისაც მისი განადგურება სურს.
ახლა მსოფლიო ლიდერებმა არჩევანი უნდა გააკეთონ - კეთილდღეობასა და იზოლაციას, მშვიდობასა და ტერორს, ამერიკასა და ირანს შორის. კამპანია, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ყოველი მომდევნო დღის განმავლობაში უფრო გაძლიერდება და არ დასრულდება, ვიდრე ეს რეჟიმი სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდება", - განაცხადა ბესენტმა.
