ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ნაბიჯი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
დამასკოში ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "ისტორიული წარმატება" უწოდეს. გარდამავალ მთავრობაში აცხადებენ, რომ ნაბიჯი ქვეყანას საერთაშორისო ეკონომიკაში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
ცნობისთვის, დამასკო აღნიშნულ სიაში 1979 წლიდან ირიცხებოდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზება კი ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო.
