რეკორდული სიცხის და ხანგრძლივი გვალვის ფონზე, ევროპის ქვეყნებში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.
ყველაზე რთული ვითარება ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშია.
ბელგიაში, ჰაი-ფენსის ნაკრძალში, ცეცხლმა 3 000 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა. კერების ლოკალიზებას 250-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
გერმანიის დასავლეთით, სტიქიას ჰიურტგენის ტყეში ებრძვიან, მიმდებარე დასახლებების დატოვება 2 000 ადამიანს მოუწია.
საფრანგეთში, ლანდების რეგიონში, ცეცხლმა 1 700 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.
ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ესპანეთშიც, არაგონის ცეცხლი ათასწლოვან მონასტერსაც ემუქრება.
ხანძრების მაღალი რისკის გამო მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ საბერძნეთისა და ხორვატიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებიც.
