დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრები გამართა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში"მშვიდობის სამიტის" მასპინძლობისთვის და ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ფაშინიანი და ტრამპი მიესალმნენ ფაქტს, რომ ვაშინგტონის "მშვიდობის სამიტმა“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნამდვილი მშვიდობა დაამყარა, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც. საუბრისას ორივე ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის სამიტის წლისთავთან დაკავშირებით და მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამშვიდობო სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ რეგიონში კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის განმტკიცება გამოიწვია.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციითვე, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდა და არ მომხდარა ინციდენტები, რომლებსაც შეეძლოთ, რეგიონში ესკალაცია გაეზარდათ.
