აშშ-ის სენატმა, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რითაც უკანასკნელი პატივი მიაგო გარდაცვლილ სენატორ ლინდსი გრემს, რომელიც გასულ თვეში მოულოდნელ გარდაცვალებამდე, ამ კანონმდებლობისთვის იბრძოდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლინდსი ო. გრემის 2026 წლის აქტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.
კანონპროექტი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტს ეხება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ხანგრძლივ და სისხლიან ომს კვებავს და ირანის ენერგეტიკისა და შეიარაღების სექტორების წინააღმდეგ არსებულ სანქციებს აფართოებს.
კანონპროექტი ტრამპის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, რუსული ნავთობის ან ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს 100%-მდე მიზნობრივი ტარიფები დაუწესოს. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ სანქციებს ახანგრძლივებს, რომელთა ვადაც წლის ბოლოს იწურება.
