გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ირანში, მარტის შემდეგ, სიკვდილით დასჯის და სიკვდილით დასჯის განაჩენის შემთხვევები გაიზარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ვოლკერ ტურკის განცხადებით, 19 მარტიდან, ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით, სულ მცირე, 56 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის 27 ადამიანის საქმე მასშტაბურ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა და გააუქმოს ეს პრაქტიკა.
