"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. თინა ბოკუჩავამ ყრილობა არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილმა, სააკაშვილის დავალებით პოლიტსაბჭოს სხდომის ოქმი გადამალა და ხელმოწერები გააყალბა.
პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გენერალურ მდივანს პოლიტსაბჭოს მოწვევის სრული უფლება ჰქონდა.
"გენერალურ დივანს ჰქონდა უფლება, რომ პოლიტსაბჭო მოეწვია და ისედაც, რაღა თქმა უნდა, სრულიად ლეგიტიმაცია აქვს, კვორუმიც იყო. ჩვენ არასდროს არ ჩაგვიტარებია არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომა. მე არა მაქვს ინფორმაცია, უფრო სწორად, დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა, იმიტომ, რომ ორი წელი პარტიის თავმჯდომარე იყო და ნამდვილად არ მგონია, რომ მან გააცდინოს ეს სხდომა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
